სერვისები
ჩვენ შესახებ
კომპანია HSE Consulting-ი დაარსდა 2014 წელს, მისი საქმიანობა ოფიციალურად დარეგისტრირდა 2015 წელს. კომპანია დაკომპლექტებულია NEBOSH; IOSH; OSHA-ს მიერ სერტიფიცირებული და მაღალ კვალიფიციური კადრებით, რომელთაც აქვთ 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სფეროში, მონაწილეობდნენ მრავალ პროექტში მათ შორის ევროპისა და აზიის რეგიონებში. კომპანია „HSE Consulting”-ი გთავაზობთ ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის საკონსულტაციო მომსახურების სრულ პაკეტს, სახელმწიფო და საერთაშორისო რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად, თქვენი თანამშრომლებისა და ბიზნესის დასაცავად. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის საკითხების მართვაში როგორც ნახევარ ან სრულ განაკვეთზე, ასევე კონკრეტული პროექტის მოთხოვნების შესაბამისად.
თქვენი პერსონალისა და საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა
გარემოს დაცვა
ინციდენტებისგან გამოწვეული პირდაპირი ან/და არა პირდაპირი ხარჯების შემცირება/თავიდან აცილება
სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისობა
კომპანიის იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება
ბიზნესის უწყვეტობისა და განვითარების ხელშეწყობა და სხვა.
პარტნიორები