Smart GPS წარმოადგენს ანალიტიკურ ვებ პლატფორმას და მობილურ აპლიკაციას, რომელიც სადისტრიბუციო და სატრანსპორტო კომპანიებს შესთავაზებს სრულიად განსხავებულ ბიზნეს გადაწყვეტილებებს, რომელიც ერთის მხრივ ეფექტურს გახდის საოპერაციო საქმიანობას, შეამცირებს სავაჭრო რისკებს, და მეორეს მხრივ გაზრდის მათ შემოსავლებს, ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გადაწყვეტილებების გამოყენებით..
GPS მონიტორინგისა და ანალიტიკის მოდული - მოიცავს GPS მომსახურებას სადისტრიბუციო და სატრანსპორტო კომპანიებითვის. სერვისი თავის თავში მოიაზრებს შემდეგ ფუნქციებს:
ავტომობილისა და თანამშრომელის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა GPS / GLONASS / LBS ტექნოლოგიები უზრუნველყობს ზუსტ (5 მ-მდე) და საიმედო გეოლოკაციას.
ეს მოდული იძლევა სრულ ანალიტიკას, რომელიც საჭიროა სტრატეგიული დაგეგმარებისთვის, თანამშრომელთა მოტივირების და ანაზრაურების სისტემის ჩამოყალიბებისთვის, რეპორტინგი მოიცავს შემდეგ კრიტიკულ საკითხებს
მობილური აპლიკაციის მეშვეობით გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ ინფორმაცია და შეაფასოთ სავაჭრო ობიექტები გადახდისუნარიანობის მიხედვით და გადახდების ისტორიიდან გამომდინარე შეუცვალოთ საკრედიტო რეიტინგი თითოეულ სავაჭრო ობიექტს. პლატფორმას აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: წარმოადგენს დებიტორული მოთხოვნების მიღების ინსტრუმენტს და აფრთხილებს მომხმარებლებს რისკებზე. სპეციალურად შექმნილი ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფა შეაფასებს სავაჭრო ობიექტებს 10 ბალიანი სისტემით. სადაც (10 ბალი ურისკოა, ხოლო 0 ბალი მაქსიმალურად რისკიანი). აპლიკაციის ალგორითმი რეიტინგად გარდაქმნის დისტიბუტორის მიერ მინიჭებულ სტატუსებს. მონაცემთა ბაზა ყოველდღიურად განახლებადია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სავაჭრო ობიექტებისგან ვალის მიუღებლობის რისკს.